მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოს განათლების სამინისტრო მომავალ წელს რეფორმებს 42 მიმართულებით გეგმავს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალ წელს რეფორმებს 42 მიმართულებით გეგმავს. ამის შესახებ დღეს, 18 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა. შეხვედრა მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის განხილვის ფარგლებში ტარდებოდა. როგორც შაშკინმა აღნიშნა, 2012 წელს განათლების სამინისტრო რეფორმების გაგრძელებას 42 მიმართულებით და თითოეული მათგანი კონკრეტულ ვადებსა და კონკრეტულ ციფრებშია გაწერილი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციას მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა მეტისმეტად საერთო მიაჩნია და „სურვილთა გეგმას“ უწოდებს მას. თუმცა, მან თქვა, რომ მათ უბრალოდ არ სურთ მასში დეტალურად გარკვევა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3950.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.