მეცნიერება-ტექნოლოგიები: 2012 წელს გეიმერებისთვის მომავალი დადგება | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ამასთან ერთად, როგორც Edge იტყობინება, Microsoft-ის მთავარმა კონკურენტმა - Sony-მ PlayStation 3-ის შემქმნელთა ყველა ძალა ახალი კონსოლის შემუშავებაზე მიმართა. როგორც ჩანს, ორივე კომპანიას სურს, რაც შეიძლება კარგად მოემზადოს ზაფხულის გამოფენებისთვის, რათა თავიანთი ახალი შემუშავებები არა მძლავრ „მაკინტოშებზე“, არამედ უკვე რეალურ პროტოტიპებზე აჩვენოს. Xbox 360 2005 წლის ნოემბერში, მესამე PlayStation კი თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოვიდა, გვახსენებს ახალი პორტალი თამაშებზე Gmbox.ru. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ხმები სათამაშო კონსოლების ახალი, მეშვიდე თაობის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ამასწინდელი ჭორის თანახმად, ახალ Xbox-ს ექვსბირთვიანი პროცესორი და 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება ექნება. შეგახსენებთ, რომ 2012 წლისთვის ასევე Nintendo-ს კონსოლის - Wii U-ის პრემიერა არის დაგეგმილი. უკვე ახლა არ გამორიცხავენ, რომ, ისევე როგორც Wii-ის შემთხვევაში, ეს შემუშავება კვლავ ამჯობინებს ორიგინალურ ტექნოლოგიებს, ვიდრე სტანდარტულ აპარატულ სიმძლავრეებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3951.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 19:43 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.