| „სარაჯიშვილმა“ ონიშენკო მორიგ ტყუილში გამოიჭირა | | ბიზნესი და ეკონომიკა |
რუსეთის ფედერაციის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს რწმუნებით, კომპანია „სარაჯიშვილმა“ ოფიციალურად მიმართა „როსპოტრებნადზორს“ მისი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ განაცხადით. კერძოდ, საუბარია კონიაკების მიწოდებაზე. თუმცა, თავად კომპანია „სარაჯიშვილში“ გენადი ონიშენკოს განცხადებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ.
|
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 19:55 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ივანიშვილი: ჩემგან სასწაულებს არ ელოდოთ | | საქართველოს ამბები |
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმს მორიგი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ნინო ჟუჟულაშვილს. ინტერვიუს დროს ბიზნესმენმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მისგან სასწაულებს არ უნდა ელოდონ. ივანიშვილმა კომენტარი გაუკეთა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს და აღნიშნა, რომ მთავრობამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
|
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 19:54 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| არკადი დვორკოვიჩი: საქართველო რუსეთს მსო-სთან დაკავშირებით არარეალურ მოთხოვნებს უყენებს | | მსოფლიოს ამბები |
რუსეთის მსო-ში შესვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე საქართველო მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს, რომლებზედაც რუსეთს ფედერაცია არასდროს წავა, განაცხადა პრეზიდენტის დამხმარემ არკადი დვორკოვიჩმა, იუწყება “GHN“. „ჩვენ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია. ამასთან, ჩვენი მეზობლების მიერ წაყენებული მოთხოვნები მსო-ს მოთხოვნებს არ ეხება, არამედ სულ სხვა რაღაცას ეხება, იმას, რაზეც ჩვენ ვერასდროს წავალთ“, - თქვა დვორკოვიჩმა ფორუმზე „ფინური ბიზნესი მოსკოვში“, გადმოსცემს „ბი-ბი-სი“.
|
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:23 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|