ეკონომიკა: საქართველოს პრემიერი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მოლოდინებს გადააჭარბა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() „მესამე კვარტალი იმაზე უფრო კარგი იყო, ვიდრე ველოდით. ზრდამ, სულ ცოტა, 7.3% შეადგინა, ეს წინასწარი ციფრია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა იქნება 6%, და არა 5.5%, როგორც მანამდე იგეგმებოდა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და დაგეგმვა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს კონსერვატიული ციფრია და სსფ-ის წარმომადგენლები იზიარებენ ჩვენს მოსაზრებას ეკონომიკური ზრდის გადიდების თაობაზე“, - აღნიშნა გილაურმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს სსფ-მ 20 ქვეყნის ეკონომიკების ზრდის პროგნოზი შეამცირა. „ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ჩვენს რეგიონში, რომელიც ამ მძიმე წელს ზრდას 6%-მდე წევს“, - თქვა პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად არის ამაღლებული ეკონომიკური აქტიურობა, შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებაც და, ამას გარდა, ეს დამატებითი რეკლამაა საერთაშორისო ინვესტორებისათვის, რომლებიც უკვე დღეს ეძებენ ახალ ბაზრებს, ვინაიდან სხვა ადგილებში სტანაციები შეინიშნება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3750.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:00 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.