საზოგადოება: ახალი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 5-ზე მეტი ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანას ვერშეძლებენ | საქართველოს ამბები | ||
ახალი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 5-ზე მეტი ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანას ვერ შეძლებენ. როგორც დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა, კომპანია „თბილაინს“ გაფრთხილება მიეცა იმაზე, რომ მძღოლებმა 5-ზე მეტი მდგომი მგზავრი არ გადაიყვანონ. თუმცა მონოტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ეს ნორმა ირღვეოდა და ფეხზე 15-16 მგზავრი იდგა. ჯოხაძის ინფორმაციით, კომპანია „თბილაინი“ დააჯარიმეს იმისთვის, რომ #135 და #61 სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე 5-ზე მეტი მგზავრი იდგა. მძღოლებმა კი განაცხადეს, რომ ამ მიზეზით არა კომპანია, არამედ თავად მძღოლები დააჯარიმეს. ამის გამო მძღოლებმა 24 ოქტომბერს მოკლევადიანი გაფიცვა მოაწყეს და აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3745.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 19:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.