 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ოშკი ძეგლთა მსოფლიო ფონდის სიაში მოხვდა | | Georgian News |
შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამოჩენილი ქართული ძეგლი - ოშკის ტაძარი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) 2012 წლის სიაში მოხვდა. ამის შესახებ კავკას-პრესს ჩუბინიშვილის სახელობის ძეგლთა დაცვისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრში შეატყობინეს.
|
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:12 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More... |
|
| ევროპას სამედიცინო პერსონალის მიგრაცია ემუქრება | | World News |
2020 წლისთვის ევროპა მედიცინის დარგში ორ მილიონამდე კვალიფიციური სპეციალისტის, მათ შორის 230 ათასი ექიმისა და მომსახურე პერსონალის 600 ათასი თანამშრომლის უკმარისობას შეიგრძნობს, თუ დროულად არ მიიღებენ პრევენციულ ზომებს. ასეთი პროგნოზი გამოთქვეს ჯანდაცვის დარგში პრობლემების დასრულებული ყოველწლიური ევროპული ფორუმის მონაწილეებმა.
|
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:53 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
| მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა | | Business & Economics |
მსოფლიო საფონდო ბაზრების დაცემის შედეგად ქართული აქციები 6-27%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბიჯი კაპიტალის“ ანალიტიკოსმა აკაკი გელაშვილმა განუცხადა. „არსებული სიტუაცია, პირველ რიგში, სხვა ფასიან ქაღალდებთან ერთად, ქართულ ფასიან ქაღალდებზეც აისახა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი აგვისტოს მოვლენების შემდეგ 27 პროცენტით დაეცა და 12.5 დოლარი შეადგინა ლონდონის ბირჟაზე. რაც შეეხება ევროობლიგაციებს. „საქართველოს რკინიგზის“ ობლიგაციების ფასი 9 პროცენტით დაეცა, ხოლო საქართველოს სუვერენული ობლიგაციებისა - 6 პროცენტით“, - აღნიშნა მან.
|
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:51 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველოს მოსახლეობის 67 პროცენტი საკუთარ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს | | Business & Economics |
საქართველოს მოსახლეობის 67 პროცენტი საკუთარ თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ გამოკვლევაში. გამოკვლევის შედეგებით, საკუთარ თავს დასაქმებული გამოკითხულთა მხოლოდ 33 პროცენტმა უწოდა. ამასთან ერთად, დაუსაქმებელთა 31 პროცენტი სამსახურს ეძებს, 5 პროცენტი უმუშევარია, მაგრამ სამსახურს არ ეძებს, 30 პროცენტი არააქტიური შრომითი რესურსია (სტუდენტები, დიასახლისები, პენსიონერები, რომლებიც სამსახურის პოვნით დაინტერესებულნი არ არიან).
|
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:50 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
|