კულტურა: ოშკი ძეგლთა მსოფლიო ფონდის სიაში მოხვდა | Georgian News | ||
შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამოჩენილი ქართული ძეგლი - ოშკის ტაძარი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) 2012 წლის სიაში მოხვდა. ამის შესახებ კავკას-პრესს ჩუბინიშვილის სახელობის ძეგლთა დაცვისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრში შეატყობინეს. ცენტრში აღნიშნეს, რომ ქართული ძეგლის მდგომარეობის თაობაზე შეშფოთებას უკვე კულტურის ძეგლთა დაცვის გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ. კულტურის ძეგლთა მსოფლიო ფონდის ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. 1996 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ფონდი კულტურის იმ ძეგლების სიას აქვეყნებს, რომლებიც განადგურების ზღვარზეა და მათ გადასარჩენად საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებს, დონორებსა და მასმედიას მიმართავს. სტატისტიკით, ამ ძეგლების 80 პროცენტზე მსოფლიო ფონდის ჩარევის შემდეგ დაწყებულია სარესტავრაციო ან საკონსერვაციო სამუშაოები. წელს არჩეულია 67 ძეგლი 40 ქვეყანაში. მათ შორისაა ოშკის ტაძარი, რომლის თაობაზეც მსოფლიო ფონდმა სპეციალური საიტი შექმნა - www.wmf.org/project/oshki. მომზადებულია სპეციალური პლაკატებიც. ამასთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს, 16 საათზე, ჩუბინიშვილის სახელობის ძეგლთა დაცვისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრში (თაბუკაშვილის ქ. #5) პრეს-კონფერენცია გაიმართება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3622.html
| |||
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.