ეკონომიკა: ბოჭორიშვილი: საქართველოში ინვესტიციების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის | Business & Economics | ||
ეროვნული საინვესტივიო სააგენტოს ხელმძღვანელის ქეთი ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. შეგახსენებთ, რომ ევროპულ ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას ანალიტიკოსები აღიქვამენ როგორც ახალი კრიზისის დაწყების ეტაპს. ბოჭორიშვილის თქმით, კვარტლებით ინვესტიციები იზრდება და აღნინული ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე საინვესტიციო გეგმა უნდა შესრულდეს. მაგრამ, მისი თქმით, ფინანსური კრიზისის დღეს არსებული ნიშნები ინვესტორებს შორის გარკვეულ შებოჭილობას იწვევს და მათ აქტიურობას ამცირებს. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, კრიზისმა შესაძლოა უბიძგოს ინვესტორებს, წაიღონ ფული ფინანსური სექტორიდან და დააბანდონ იგი უფრო სტრატეგიულ სფეროებში - სოფლის მეურნეობასა და ენერგეტიკაში. 2011 წელს საქართველოს მთავრობა 800 მილიონიდან ერთ მილიარდამდე ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3620.html
| |||
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:10 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.