aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: კემერონი: ევროკავშირს ეკონომიკურ კატასტროფამდე რამდენიმე კვირა დარჩა Business & Economics  Business & Economics 
ევროკავშირს ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. როგორც „ფინმარკეტი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა „Financial Times“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.



ბრიტანული მთავრობის უფროსმა მოუწოდა გერმანიასა და საფრანგეთს, დაძლიონ უთანხმოებები და წლის ბოლომდე ევროზონის გარშემო განუსაზღვრელობის დასაძლევად საჭირო ხუთი ნაბიჯი გადადგან.


მათ შორის, მან შესთავაზა ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდის მოცულობისა და შესაძლებლობების გაზრდა, ევროპული ბანკების სტრეს-ტესტების ჩატარება, რომლებიც ინვესტორთა ნდობას იწვევს და ბანკების რეკაპიტალიზაციის გეგმის მიღება, განუსაზღვრელობის მოშორება საბერძნეთის მომავლის მიმართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლის გაძლიერება კრიზისის გადაჭრაში. კემერონი ასევე გამოდის უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის ევროზონაში და მართვის მექანიზმების განმტკიცებისთვის ევროკავშირში.


ბრიტანეთის პრემიერს მიაჩნია, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბოლო უნდა მოუღონ ჩვევას აკეთონ „ცოტა არასაკმარისად, ცოტა დაგვიანებით“.


აღვნიშნავთ, რომ ევროპის სახელმწიფოებისა და მთავრობების უფროსები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აწარმოებენ ორხმრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს ფინანსური სექტორის სტაბილიზაციის საკითხების მიხედვით. გარკვეული არც საბერძნეთის გარშემო არსებული სიტუაციაა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შეთანხმებულ პარამეტრებზე ვერ გავიდა. ათენში მუშაობის შედეგების მიხედვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მისიამ თავისი ანგარიში უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3617.html
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:52 | News »
 

"ეკონომიკა: კემერონი: ევროკავშირს ეკონომიკურ კატასტროფამდე რამდენიმე კვირა დარჩა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian