ეს საინტერესოა: მსოფლიოში ყველაზე ძველი ავტომობილი 4 მლნ-ზე მეტ დოლარად გაიყიდა | World News | ||
მსოფლიოში ყველაზე ძველი მოქმედი ავტომობილი - De Dion Bouton Et Trepardoux Dos-A-Dos Steam Runabout, 1884 წლის გამოშვება - აუქციონზე 4 მილიონ 620 ათას დოლარად გაიყიდა. როგორც იტყობინება Bloomberg, ავტომობილმა, რომელიც ატარებს სახელს La Marquise, დაამყარა ფასის რეკორდი რარიტეტული სატრანსპორტო საშუალებებისათვის. უძველესი ავტომობილი აუქციონზე ამერიკულმა აუქციონის სახლ RM Auctions-მა გაიტანა. აუქციონის ორგანიზატორები რარიტეტისთვის 2-2.5 მილიონი დოლარის მიღებას ვარაუდობდნენ. La Marquise-ის მყიდველის სახელს, რომელიც ამ ავტომობილის მთელი ისტორიის განმავლობაში მისი მეხუთე მფლობელი გახდა, აუქციონის სახლი არ ამხელს. La Marquise-ის პირველი მფლობელი გახლდათ ფრანგი არისტოკრატი გრაფი დე დიონი, რომელიც მის შექმნაში მონაწილეობდა. 1906 წელს დე დიონმა ავტომობილი ფრანგული არმიის ოფიცერ ანრი დორიოლს მიჰყიდა, რომლის ოჯახიც La Marquise-ის მფლობელი 1987 წლამდე იყო. შემდეგი მფლობელი გახდა კლასიკური მანქანების ბრიტანული კლუბის წევრი ტიმ მური, რომელმაც აღადგინა ავტომობილი და მთლიანად სამუშაო მდგომარეობამდე მიიყვანა. 2007 წელს La Marquise იყიდა კოლექციონერნა ტეხასიდან ჯონ ო’ქუინმა, რომელმაც, როგორც იტყობინებოდნენ, 3.63 მილიონი დოლარი გადაიხადა. აუქციონზე La Marquiseგაიტანეს 2009 წელს გარდაცვლილი ო’ქუინის მემკვიდრეებმა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3618.html
| |||
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.