პოლიტიკა: გოგოლაშვილი: ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ რუსეთში მიხვდებიან საქართველოსთან დიალოგის აუცილებლო | Georgian News | ||
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების ექსპერტს კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოსა და რუსეთს ხელისუფლეებს შორის დიალობის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია. „თანამედროვე ისტორიამ მრავალი ასეთი შემთხვევა იცის, როდესაც მხარეები დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ მოდიოდა დრო და ისინი მოლაპარაკებებს აღადგენდნენ. ისრაელის ხელისუფლებებს კი არა ერთხელ უთქვამთ, რომ ისინი არ ილაპარაკებდნენ „ჰამასთან“, და პირიქით, თუმცა ისინი სხდებოდნენ და საუბრობდნენ. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსკოვში ასეთი ინტერესი გაჩნდება“, - განუცხადა გოგოლაშვილმა სააგენტო „პირWელს. ექსპერტის ვარაუდით, „ხელისუფლებაში პუტინის დაბრუნების შემდეგ რუსული მხარე მიხვდება საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობას“. „მართალია, რუსეთში ხელისუფლების შეცვლა ფსევდო-პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მედვედევის წასვლასა და ხელისუფლებაში „ახალი“ პუტინის მოსვლას რაღაც პოზიტიური ცვლილებები მოჰყვება“, - აღნიშნა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოში თავისი ვიზიტის მსვლელობაში ქართულ და რუსულ ხელისუფლებებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი „პუტინთან დიალოგისთვის მზადაა“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3621.html
| |||
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:11 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.