aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ევროპას სამედიცინო პერსონალის მიგრაცია ემუქრება World News  World News 
2020 წლისთვის ევროპა მედიცინის დარგში ორ მილიონამდე კვალიფიციური სპეციალისტის, მათ შორის 230 ათასი ექიმისა და მომსახურე პერსონალის 600 ათასი თანამშრომლის უკმარისობას შეიგრძნობს, თუ დროულად არ მიიღებენ პრევენციულ ზომებს. ასეთი პროგნოზი გამოთქვეს ჯანდაცვის დარგში პრობლემების დასრულებული ყოველწლიური ევროპული ფორუმის მონაწილეებმა.



ევროპის კომისიის ექსპერტთა აზრით, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში შესაძლოა აღმოჩნდეს ნაკლებად შეძლებული ქვეყნები, ვინაიდან უფრო მდიდარი სახელმწიფოები მათგან კვალიფიციურ კადრებს „გამოწოვენ“.


როგორც ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის დარგში მსოფლიო ბანკის პოლიტიკის სტრატეგიული საკითხების მრჩეველმა არმინ ფიდლერმა თქვა, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სისტემაში უცხოეთიდან მიგრირებული ექიმების 47 პროცენტი მუშაობს, მაშინ, როცა, მაგალითად, პოლონეთში ასეთი ექიმების წილი მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენს.


მისი თქმით, რუმინეთი ყოველწლიურად თავისი მედიკოსების 10 პროცენტზე მეტს კარგავს, რომლებიც სამუშაოდ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიემგზავრებიან. „მაგალითისათვის, საერთო პროფილის ნებისმიერ რუმინელ სამედიცინო მომუშავეს საფრანგეთში 10-ჯერ მეტის გამომუშავება შეუძლია, ვიდრე სამშობლოში, - გააგრძელა ფიდლერმა, - და ამ თვალსაზრისით მიგრაციული ნაკადების მიმართულების წინასწარ განსაზღვრა სავსებით შესაძლებელია“. ამას გარდა, როგორც მან დაამატა, მიგრაციის მიზეზი არა მხოლოდ ფულია, არამედ შრომის პირობები, პროფესიული ზრდის პერსპექტივები, მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის არარსებობა.


„არ შეიძლება ადამიანებისათვის ცხოვრების უკეთესი პირობების ძებნაში დაბრკოლებების შექმნა, - მიაჩნია ფიდლერს. - ამასთან, სამედიცინო პერსონალის მიგრაციას ზოგჯერ გარკვეული უპირატესობებიც აქვს. ასე, ასობით ათასი ფილიპინელი დღესდღეობით ავადმყოფებს მთელი მსოფლიოს გარშემო უვლის და ფულს სამშობლოში ოჯახებს უგზავნის. ამით ისინი არა მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს ეხმარებიან, არამედ სერიოზული ეკონომიკური ფაქტორის როლში გამოდიან, ვინაიდან საკუთარ ქვეყანას უცხოეთიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში უწყობენ ხელს“.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3619.html
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:53 | News »
 

"საზოგადოება: ევროპას სამედიცინო პერსონალის მიგრაცია ემუქრება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian