 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ცნობილმა ჟურნალმა წლის ქალი აირჩია | | World News |
ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი მიიღებს ჟურნალ Billboard-ის პრემიას „წლის ქალი“, შეტყობინებულია გამოცემის საიტზე. დაჯილდოების ცერემონია 2011 წლის 2 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდება. 21 წლის სციფტი გახდება ყველაზე ახალგაზრდა იმ შემსრულებლებს შორის, რომლებსაც ეს პრემია აქვთ მიღებული. ადრე აღნიშნული ჯილდო მიიღეს სიარამ, Black Eyed Peas-ის მონაწილემ ფერგიმ და ბეიონსემ.
|
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:48 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More... |
|
| ჰილარი კლონტონმა პოლიტიკური კარიერის დასრულება გადაწყვიტა | | World News |
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ თავისი თანამდებობის დატოვებას აპირებს. ინტერვიუში, რომელიც მან სამშაბათს, 11 ოქტომბერს, სააგენტო Associated Press-ს მისცა, კლინტონმა ასევე თქვა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში შემდგომ მუშაობაში დაინტერესებული არ არის და ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნებას ელოდება.
|
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:47 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| გამოიგონეს უნიკალური საღეჭი რეზინი | | World News |
საღეჭი რეზინი აუცილებლად როდი უნდა იყოს მავნე ნაგავი ორგანიზმისთვის - ეს ცოტა ხნის წინ გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომლებმაც შეიმუშავეს უნიკალური საღეჭი რეზინი პრობიოტიკებით, რომელიც პირის ღრუზე დადებით ზემოქმედებას ახდენს და კარიესის პროფილაქტიკას უწყობს ხელს. პრობიოტიკებს განეკუთვნება ლაქტობაქტერიები და ბიფიდუმბაქტერიები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და მათ მრავალი პროდუქტი შეიცავს.
|
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:46 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| მეცნიერებმა ოპტიმისტთა საიდუმლო გაარკვიეს | | World News |
მეცნიერებმა გაარკვიეს ის, თუ რა აძლევს საშუალებას ოპტიმისტებს, ყოველთვის შეინარჩუნონ პოზიტიური შეხედულება სხვადასხვა რაღაცებზე, მაშინაც კი, როდესაც გარემოებები არასანუგეშო შედეგზე მეტყველებს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერტთა თქმით, ადამიანის ტვინი ძალიან კარგად ამუშავებს პოზიტიურ ამბებს, რომლებიც მომავალს ეხება. ზოგიერთი ადამიანი პრაქტიკულად მთლიანად აიგნორებს ნეგატიურ მომენტებს.
|
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:45 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
|