ეს საინტერესოა: გამოიგონეს უნიკალური საღეჭი რეზინი | World News | ||
საღეჭი რეზინი აუცილებლად როდი უნდა იყოს მავნე ნაგავი ორგანიზმისთვის - ეს ცოტა ხნის წინ გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომლებმაც შეიმუშავეს უნიკალური საღეჭი რეზინი პრობიოტიკებით, რომელიც პირის ღრუზე დადებით ზემოქმედებას ახდენს და კარიესის პროფილაქტიკას უწყობს ხელს. პრობიოტიკებს განეკუთვნება ლაქტობაქტერიები და ბიფიდუმბაქტერიები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და მათ მრავალი პროდუქტი შეიცავს. ასეთი ცოცხალი მიკროორგანიზმები ახალ საღეჭ რეზინშიც მოიპოვება - საღეჭი რეზინი, რომელიც ცოცხალი ბაქტერიებით არის გამდიდრებული, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან ბრძოლას და, გარდა ამისა, კარიერის წარმოშობის რისკს ამცირებს, ვინაიდან ბიფიდუმბაქტერიები წარმატებით ებრძვის სტრეპტოკოკებს, რომლებიც კბილის ემალს უერთდება და მის დაზიანებას იწვევს. სტეპტოკოკული ინფექციის ზემოქმედებით ემალი ინგრევა, რადგან სტრეპტოკოკების წყალობით შაქარი გარდაიქმნება მჟავად, რომელიც კბილების მთლიანობას არღვევს. პრობიოტიკები კომპანია BASF-ის მეცნიერებმა არა მხოლოდ საღეჭ რეზინში დაამატეს - გერმანიაში ცოტახნის წინ გამოუშვეს კბილის პასტა და სითხე პირის გამოსავლებად, რომელიც რაღაც რაოდენობის პრობიოტიკებს შეიცავს. ცოცხალი ბაქტერიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიკროფლორების დისბალანსს აღადგენს, ამცირებს დისბაქტერიოზისა და სხვა ნაწლავების დაავადებების წარმოქმნას. საღეჭი რეზინი უკვე გასინჯა მოხალისეთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობაზე დათანხმდნენ. მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ პრობიოტიკების შემცველი რეზინის რეგულარული ღეჭვა პირის ღრუში სტრეპტოკოკების დონეს ამცირებს, შესაბამისად, კარიერის ხარისხიანი პროფილაქტიაა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3648.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.