ეს საინტერესოა: მეცნიერებმა ოპტიმისტთა საიდუმლო გაარკვიეს | World News | ||
მეცნიერებმა გაარკვიეს ის, თუ რა აძლევს საშუალებას ოპტიმისტებს, ყოველთვის შეინარჩუნონ პოზიტიური შეხედულება სხვადასხვა რაღაცებზე, მაშინაც კი, როდესაც გარემოებები არასანუგეშო შედეგზე მეტყველებს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერტთა თქმით, ადამიანის ტვინი ძალიან კარგად ამუშავებს პოზიტიურ ამბებს, რომლებიც მომავალს ეხება. ზოგიერთი ადამიანი პრაქტიკულად მთლიანად აიგნორებს ნეგატიურ მომენტებს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ადამიანების 80% ოპტიმისტია მაშინაც კი, თუ საკუთარ თავებს ასეთებად არ მიიჩნევენ. აღნიშნული დასკვნა 14 მოხალისის გამოკვლევის მსვლელობაში გაკეთდა. მკვლევარებმა მათი ოპტიმიზმისა და ტვინის მდგომარეობის დონე დატესტეს. მათ ეკითხებოდნენ, რამდენად არსებობს ალბათობა იმისა, რომ მოხდება 80 ცუდი მოვლენა (მათ რიცხვში შედიოდა განქორწინება და კიბო). შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს მოუყვეს, როგორია სიუჟეტის მსგავსი განვითარების რეალური შანსები. ამის მერე ადამიანებს ალბათობა ხელახლა უნდა შეეფასათ. აღმოჩნდა, რომ ოპტიმისტთა შეფასება დიდად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იყო რეალობა. კომენტარს აკეთებს გამოკვლევის ხელმძღვანელი ტალი შაროტი: „მაგალითისთვის, კიბოს რისკი 30%-იან დონეზე იყო დაწესებული. ადამიანს ეგონა, რომ ავადმყოფობის განვითარების რისკი 40% იყო. მაგრამ ექსპერიმენტის ბოლოს იგი საკუთარ რისკს 31%-მდე ამცირებდა. ამასთან, როდესაც დადებით ამბებს აჟღერებდნენ, ყველა ადამიანს უფიქსირდებოდა მაღალი აქტიურობა შუბლის ნაწილებში, რომლებიც შეცდომების დამუშავებას უკავშირდება. ნეგატიური ინფორმაციისას ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს ამ ადგილებში ყველაზე დაბალი აქტიურობა ჰქონდათ, ხოლო პესიმისტებს, პირიქით, აღენიშნებოდათ ყველაზე მაღალი აქტიურობა. გამოდიოდა, რომ ტვინი ირჩევდა, რისთვის დაეჯერებინა (განქორწინების რისკი 50%-ს უდრის, მაგრამ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ ეს არ ეხებათ). Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3647.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.