პოლიტიკა: ჰილარი კლონტონმა პოლიტიკური კარიერის დასრულება გადაწყვიტა | World News | ||
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ თავისი თანამდებობის დატოვებას აპირებს. ინტერვიუში, რომელიც მან სამშაბათს, 11 ოქტომბერს, სააგენტო Associated Press-ს მისცა, კლინტონმა ასევე თქვა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში შემდგომ მუშაობაში დაინტერესებული არ არის და ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნებას ელოდება. ობამას მომავალზე საუბრისას კლინტონმა თქვა, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებისა სჯერა. მანამდე სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავდა, რომ ობამას ხელახლა არჩევის შემთხვევაში თავის თანამდებობაზე დარჩება. ჰილარი კლინტონს, რომელსაც 2011 წლის ოქტომბერში 64 წელი შეუსრულდება, სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან უკავია. წარსულში იგი იყო აშშ-ის სენატის წევრი ნიუ-იორკის შტატიდან, ასევე მონაწილეობდა ბრძოლაში უფლებისთვის, გამხდარიყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან. კლინტონი აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის პირველი მეუღლე გახდა, რომელიც სენატში აირჩიეს (მისი მეუღლე ბილ კლინტონი ამერიკის 42-ე პრეზიდენტი გახლდათ). Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3649.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.