ეს საინტერესოა: მოხუცმა ამერიკელმა კილიმანჯარო დაიპყრო | World News | ||
ამერიკელმა პენსიონერმა რიჩარდ ბაიერლიმ 84 წლის ასაკში კილიმანჯარო დაიპყრო. ამის შესახებ იტყობინება eTN. ამდაგვარად, მოხუცმა ტურისტმა შესაძლებლობა მიიღო მოხვდეს გინესის რეკორდთა წიგნში როგორც ყველაზე მოხუცი ადამიანი, რომელიც აფრიკის უმაღლესი წერტილის მწვერვალზე ავიდა. ბაიერლიმ კილიმანჯაროს დაპყრობის განზრახვის შესახებ 2011 წლის სექტემბერში განაცხადა. იგი მოგზაურობაში თავის ორ შვილიშვილთან, ასევე მეგზურებთან და 14 მებარგულესთან ერთად წავიდა. ასვლის მსვლელობაში, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, პენსიონერის ექსპედიციის არც ერთ წევრს არ წარმოშობია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სირთულე. ჯერჯერობით შეტყობინებული არაა, თუ როდის აპირებს რიჩარდ ბაიერლი რეკორდის რეგისტრაციაზე დოკუმენტების ჩაბარებას. მიღწევის მოქმედი მფლობელია ბრიტანელი ჯორჯ სოლტი, რომელიც კილიმანჯაროზე 82 წლის ასაკში ავიდა (რეკორდი 2010 წელს დაფიქსირდა). eTNაღნიშნავს, რომ ყველაზე მოხუცი ადამიანი, რომელმაც აფრიკული მწვერვალი დაიპყრო, შეიძლება იყოს ფრანგი პენსიონერი სახელად ვალტი დანიელი. სააგენტოს ცნობით, იგი კილიმანჯაროს მწვერვალზე 87 წლის ასაკში ავიდა. თუმცა, ამ ფაქტის არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს. სტრატოვულკანი კილიმანჯარო ტანზანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. გეოლოგიური წარმონაქმნის მწვერვალი ზღვის დონიდან 5895 მეტრზე იმყოფება და უხურუს პიკი ეწოდება. პიკზე ასვლა ყველაზე რთულად მიჩნეული არ არის. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3646.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.