aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ამერიკის ელჩმა სირია დატოვა World News  World News 
სირიაში მყოფმა ამერიკის ელჩმა რობერტ ფორდმა საფრთხის არსებობის გამო ქვეყანა დატოვა. როგორც Associated Press წერს, ამის შესახებ  აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესს–მდივანმა მარკ  ტოუნერმა გააკეთა განცხადება.
Posted by consul | 24 Oct 2011, 21:15 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ლიბიის ხელისუფლებამ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა World News  World News 
ლიბიის ახალმა ხელისუფლებამ მუამარ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა. ამის შესახებ 24 ოქტომბერს Reuters იუწყება. დაცვამ ადგილობრივი დროით დღის პირველ საათზე შენობის შესასვლელი,  სადაც კადაფის გვამია დაკრძალული, გადაკეტა. 
Posted by consul | 24 Oct 2011, 21:14 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 სააკაშვილი:"საქართველო ოკუპაციას ახალი საწარმოების გახსნით პასუხობს" Georgian News  Georgian News 
საქართველო რუსეთის ოკუპაციას ახალი საწარმოების, სკოლების, საბავშვო ბაღების,ტექნიკური დახმარების ცენტრების გახსნით პასუხობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისაქციელში მინირალური წლის "სნოს"  საწარმოს გახსნაზე განაცხადა.
Posted by consul | 24 Oct 2011, 21:14 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიო ბაზარზე მყარი დისკების დეფიციტი შეიქმნება World News  World News 
ტაილანდში წყალდიდობების გამო მსოფლიო კომპიუტერულ ინდუსტრიაში მყარი დისკების დეფიციტი შეიქმნება. ამის შესახებ გაფრთხილებას იძლევიან ჰაიტეკის მსოფლიო ინდუსტრიის კომპანიათა ექსპერტები და ხელმძღვანელები.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:13 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 განისაზღვრა ასაკი, როდესაც ადამიანის ტვინი ყველაზე ეფექტურად და პროდუქტიულად მუშაობს World News  World News 
ადამიანის მიერ 55 წლის ასაკის მიღწევისას მისი ტვინი უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად იწყებს მუშაობას, ვიდრე წინა წლებში. ასეთ დასკვნამდე უახლესი გამოკვლევების მსვლელობაში მივიდნენ კანადელი ნეიროქირურგები, იტყობინება ბრიტანული რადიოსადგური „ბი-ბი-სი“. სწორედ 55 წლის ასაკში ადამიანს უჩნდება სიბრძნე, აღნიშნავენ მეცნიერები.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:13 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ლენონის კარიესით დაზიანებულ კბილს აუქციონზე გაიტანენ World News  World News 
„ბითლზისა“ და ჯონ ლენონის სოლო-შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიიღეს უნიკალური შანსი, გახდნენ თავიანთი კუმირის პატარა ნაწილის მფლობელები. როგორც ამერიკულმა ტელეარხ „სი-ენ-ენმა“ განაცხადა, 5 ნოემბერს ინგლისში აუქციონზე გაიყიდება კბილი, რომელიც ცნობილი „ლივერპულური ოთხეულის“ მონაწილეს ეკუთვნოდა.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:13 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ჯოზეფ ბაიდენმა შესაძლოა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა World News  World News 
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელმაც უკვე დაადასტურა გაისად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში ბარაკ ობამას მხარდაჭერის მზადყოფნა, არ გამორიცხავს საკუთარი თავისთვის 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. „ამ საკითხში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომიწევს“, - განაცხადა შეერთებული შტატების მეორე პირმა ტელეარხ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:12 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 2011 წელს Volkswagen შესაძლოა უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებელი გახდეს Business & Economics  Business & Economics 
გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen AG (VW)მიმდინარე წელს შესაძლოა უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებელი გახდეს, გაუსწრებს რა Toyota Motor Corp.-სა და General Motors Co. (GM)-ს განვითარებად ბაზრებზე ძლიერი მაჩვენებლების წყალობით. ეს გამომდინარეობს სააგენტო Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევიდან.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:12 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 არეშიძე: ერთხელაც, შესაძლოა, საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი არ იქნება Georgian News  Georgian News 
კავკასიის საკითხების ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, „დასავლელი პოლიტიკოსები მუშაობენ იმაზე, რომ დაარწმუნონ რუსეთი, რომ ნატო მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისთვის გამაღაზიანებელი არ აღმოჩნდება“. ამის შესახებ არეშიძემ განუცხადა „პირველს“ ოპოზიციური მაგნატის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების შეფასების მსვლელობაში, რომელსაც ნატოსა და რუსეთის დაახლოების იმედი აქვს.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:11 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს Georgian News  Georgian News 
მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ბერებმა უნიკალური ფრესკა აღმოაჩინეს. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ქვაზეა შესრულებული. ფრესკა, რომელზეც ასახულია ღვთისმშობელი და მის წინ დაჩოქილი ადამიანი, შეთეთრებული გახლდათ.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:10 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More...
 

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 September 2024
  • English Georgian