პოლიტიკა: ჯოზეფ ბაიდენმა შესაძლოა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა | World News | ||
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელმაც უკვე დაადასტურა გაისად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში ბარაკ ობამას მხარდაჭერის მზადყოფნა, არ გამორიცხავს საკუთარი თავისთვის 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. „ამ საკითხში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომიწევს“, - განაცხადა შეერთებული შტატების მეორე პირმა ტელეარხ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა (ბაიდენი ახლა 68 წლისაა), იგი „შესაძლოა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება“. „თავს მშვენივრად ვგრძნობ. მე მომწონს ჩემი სამსახური. და მანამ, სანამ მექნება ასეთი შესაძლებლობა, ამ სამსახურით ვიქნები დაკავებული“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა. ჯოზეფ ბაიდენი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ორჯერ იყრიდა კენჭს - 1988 და 2008 წლებში. თუ პირველი კამპანიის დროს მისი შანსები შეფასებული იყო როგორც საკმაოდ მაღალი, სამი წლის წინ დემოკრატი პოლიტიკოსი არც კი განიხილებოდა საპრეზიდენტო რბოლის ერთ-ერთი ლიდერის სახით. ბაიდენის საწინააღმდეგოდ სტატისტიკაც მეტყველებს: აშშ-ის ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე 70 და მეტი წლის ასაკის კანდიდატი არასდროს არჩეულა. არჩევნების მომენტისთვის ბაიდენს 73 წელი შეუსრულდება. ერთი წლით უმცროსი გახლდათ ჯონ მაკეინი, რომელმაც დაუთმო 2008 წელს თეთრი სახლის მოქმედ პატრონს ბარაკ ობამას. აშშ-ის ყველაზე ასაკიანი პრეზიდენტი იყო რონალდ რეიგანი, რომელიც თანამდებობის დაკავების მომენტში 69 წლის გახლდათ. რეიგანს თანამდებობა ორი ვადის განმავლობაში ეკავა და მან თეთრი სახლი 78 წლის ასაკში დატოვა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3726.html
| |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.