ეკონომიკა: სააკაშვილი:"საქართველო ოკუპაციას ახალი საწარმოების გახსნით პასუხობს" | Georgian News | ||
საქართველო რუსეთის ოკუპაციას ახალი საწარმოების, სკოლების, საბავშვო ბაღების,ტექნიკური დახმარების ცენტრების გახსნით პასუხობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისაქციელში მინირალური წლის "სნოს" საწარმოს გახსნაზე განაცხადა. ხელისუფლების ლიდერის თქმით, ეს ტერიტორია 2008 წლამდე დაუსახლებელი იუო, მაგრამ მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ქართველები თავიანთი სახლებიდან გამოაძევეს, ძალიან მალე აშენდა სახლები, სკოლები, საბაშვო ბაღები და მაშინ მიცემულ დაპირება იმის თაობაზე, რომ ხალხი დასაქმდებოდა, შესრულებული იქნა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მაშინ როდესაც ოკუპანტები თავიანთ პოზიციებს ამაგრებენ და ეკლიან მავთულებს აკეთებენ, საქართველო მათ ახალი მშენებლობით პასუხობს. "ეს განსხვავებაა ოკუპანტ და დამოუკიდებელ ქვეყანას შორის. მათ გაზი და ნავთობი აქვთ მაგრამ ვერაფერის შექმნა ვერ შეძლეს, ჩვენ გვაქვს წყალი და ამით ყველაფერს შევქმით."–განაცხადა სააკაშვილმა. ახალ მინერალურ წყალს კომპანია "აკვა ჯეო" განავითარებს, რომელიც 2009 წელს დაარსდა. მასში 25 მილიონი ლარია ჩადებული. კომპანია თანამედროვე ფრანგული ტექნოლოგით და ორი სრულად ავტომატიზირებული კონვეიერითაა მოწყობილი. კომპანიაში 200 ადამიანი დასაქმდა, რომელთაგან უმრავლესობა ლტოლვილია. http://www.apsny.ge/2011/pol/1319499981.php Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3730.html
| |||
Posted by consul | 24 Oct 2011, 21:14 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.