პოლიტიკა: ამერიკის ელჩმა სირია დატოვა | World News | ||
სირიაში მყოფმა ამერიკის ელჩმა რობერტ ფორდმა საფრთხის არსებობის გამო ქვეყანა დატოვა. როგორც Associated Press წერს, ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესს–მდივანმა მარკ ტოუნერმა გააკეთა განცხადება. ტოუნერის თქმით, ფორდი ვაშინგტონში, ამ შაბათ–კვირას ჩამოვიდა და სირიის დატოვება "თავისი პირადი უსაფრთხოების არ არსებობით" ახსნა. თუ როდის დაბრუნდება ელჩი სირიაში, ტოუნერმა არ დაზუსტა და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. Agence France-Presse საელჩოში განუცხადეს, რომ ფორდმა დამასკო გაურკვეველი ვადით დატოვა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია საუბარი, ფორდმა სირიის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება გამოხატა და საპროტესტო აქციების მხარი დაუჭერა. კერძოდ, იგი მიმდინარე წლის ივლისში, ქალაქ ჰამაში დემონსტრანტების მიესალმა. AP–ის ინფორმაციის თანახმად, ბაშარ ასადის ხელისუფლებამ ელჩს ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცა, თუმცა ხელისუფლებამ მისი სირიაში გადაადგილება შეზღუდა. 29 სექტემებრეს ფორდის ექსკორტს ასადის მომხრე სირიელები თავს დაესხნენ. დიპლომატების მანქანებს ქვებით და პომიდვრებით შეუტიეს. ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად, რომელიც 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობდა, გაეროს ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაიღუპა. ივლისში, აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3732.html
| |||
Posted by consul | 24 Oct 2011, 21:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.