aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ლენონის კარიესით დაზიანებულ კბილს აუქციონზე გაიტანენ World News  World News 
„ბითლზისა“ და ჯონ ლენონის სოლო-შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მიიღეს უნიკალური შანსი, გახდნენ თავიანთი კუმირის პატარა ნაწილის მფლობელები. როგორც ამერიკულმა ტელეარხ „სი-ენ-ენმა“ განაცხადა, 5 ნოემბერს ინგლისში აუქციონზე გაიყიდება კბილი, რომელიც ცნობილი „ლივერპულური ოთხეულის“ მონაწილეს ეკუთვნოდა.

კარიესით დაზიანებული გაყვითლებული უკანა კბილი დანტისტმა 60-იანი წლების ბოლოს ამოიღო. ლენონმა, რომელიც იმ დროს ქალაქ ვეიბრიჯში ცხოვრობდა, კბილი თავის აღმზრდელ ქალს დოროტი „დოტ“ ჯარლეტს აჩუქა, რომელთანაც მას მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

„იმ დროიდან კბილი ჩვენს ოჯახში ინახებოდა“, - განაცხადა დოროტის შვილმა ბარიმ. დოროტი ახლა 90 წლისაა და ჯარლეტების აზრით, მოვიდა დრო, რელიქვია გადაცემულ იქნას სხვისთვის მანამ, სანამ იგი საბოლოოდ დაიკარგება.
უჩვეულო ლოტის სასტარტო ფასი 16 ათასი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული. როგორც აუქციონურ სახლ „ომეგას“ მფლობელმა კარენ ფეირუზერმა განაცხადა, კბილმა უკვე მოიზიდა კოლექციონერთა დიდი რიცხვის ყურადღება. „მრავალი ადამიანი სამახსოვრო ნივთებს ფულის კარგ დაბანდებად მიიჩნევს“, - აღნიშნა მან. ფეირუეზერის თქმით, ღირებული ლოტის შეძენა შეუძლია „უბრალო თაყვანისმცემელსაც, რომელსაც ძალიან-ძალიან უნდა ლენონის ნაწილის მიღება“.

ამავდროულად, ოფიციალური დასტური იმისა, რომ კბილი ოდესღაც მართლაც იმყოფებოდა ლენონის ყბაში, არ არსებობს. „დნმ-ის ანალიზისთვის იგი მეტისმეტად მყიფეა“, - განაცხადა ფეირუზერმა და დაამატა, რომ განსაკუთრებული მტკიცებულებები საჭირო არ არის. „ვინაიდან იგი დოტს ეკუთვნოდა, ჩვენ მისი წარმოშობის თვალსაზრისით ეჭვები არა გვაქვს“, - თქვა მან.

როგორც ბარი ჯარლეტმა აღიარა, მათ ოჯახში მრავალი ნივთი დაგროვდა, რომლებიც ლენონმა დოროტის აჩუქა. მათ შორისაა საფულე, რომლის დატოვებაც იგი თავისთვის აპირებს, ასევე დედამისის საყვარელი მარგალიტის სამკაული, რომელმაც ლეგენდარულმა მუსიკოსმა იაპონიიდან ჩამოიტანა.

ცნობილი ადამიანების თავგამოდებული თაყვანისმცემლები მათ კუმირებთან დაკავშირებული რელიქვიების შეძენაზე ფულს არ იშურებენ. ასე, 2009 წელს ჩიგაკოში 18 ათას დოლარად აუქციონზე როკ-ენ-როლის მეფის ელვის პრესლის თმის კულული გაიყიდა, რომელიც მას შორეულ 1958 წელს მოაჭრეს, როდესაც იგი აშშ-ის ჯარის რიგებში შევიდა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3727.html
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:13 | News »
 

"ეს საინტერესოა: ლენონის კარიესით დაზიანებულ კბილს აუქციონზე გაიტანენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 September 2024
  • English Georgian