მეცნიერება-ტექნოლოგიები: მსოფლიო ბაზარზე მყარი დისკების დეფიციტი შეიქმნება | World News | ||
ტაილანდში წყალდიდობების გამო მსოფლიო კომპიუტერულ ინდუსტრიაში მყარი დისკების დეფიციტი შეიქმნება. ამის შესახებ გაფრთხილებას იძლევიან ჰაიტეკის მსოფლიო ინდუსტრიის კომპანიათა ექსპერტები და ხელმძღვანელები. ტაილანდში წყალდიდობების შედეგად დაიტბორა რამდენიმე ინდუსტრიული ზონა, სადაც მყარი დისკების მწარმოებელი ქარხნებია განლაგებული. ამ საწარმოებზე სამრეწველო ციკლი სტერილურობას მოითხოვს. მაგრამ წყალმა ამ საწარმოებზე საწყობები და სათავსები დატბორა. უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება საწარმოო ციკლის აღდგენას. იაპონურ კომპანიებს „ჰიტაჩის“ და „ტოშიბას“, ასევე ამერიკულ „ვესტერნ დიჯიტალს“ და „ეფლს“ მწარმოებელი ქარხნები ტაილანდში აქვთ, ან მყარ დისკებზე შეკვეთებს სწორედ ამ ქვეყანაში ათავსებენ. კორპორაცია „ეფლის“ ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ „ტაილანდის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე საწარმო ამ მომენტში უმუშევარ მდგომარეობაშია და საწარმოო ციკლის აღდგენის ვადა დადგენილი ჯერ არ არის“. „დარწმუნებული ვარ, რომ ტაილანდში სტიქიური უვედურების შედეგად მსოფლიო ბაზარზე მყარი დისკების დეფიციტი შეიქმნება“, - ხაზი გაუსვა კუკმა. ტაილანდში წყალდიდობებმა ქვეყნის ეკონომიკას არსებითი ზარალი მოუტანა. ზოგიერთი შეფასებით ზარალმა შესაძლოა არსებითად გადააჭარბოს პირველსაწყის შეფასებებს 10 მლრდ დოლარის ოდენობით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3729.html
| |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.