aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: არეშიძე: ერთხელაც, შესაძლოა, საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი არ იქნება Georgian News  Georgian News 
კავკასიის საკითხების ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, „დასავლელი პოლიტიკოსები მუშაობენ იმაზე, რომ დაარწმუნონ რუსეთი, რომ ნატო მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისთვის გამაღაზიანებელი არ აღმოჩნდება“. ამის შესახებ არეშიძემ განუცხადა „პირველს“ ოპოზიციური მაგნატის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების შეფასების მსვლელობაში, რომელსაც ნატოსა და რუსეთის დაახლოების იმედი აქვს.



„საზოგადოებრიობამ გლობალურ პოლიტიკაში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ არ იცის. რუსეთისთვის მის საზღვრებთან ნატოს მოახლოება მიუღებელია, ყოველ შემთხვევაში, ეს ასე დეკლარირდება საჯაროდ, თუმცა საჭიროა ასევე ითქვას ისიც, რომ ნატო და რუსეთი საკმაოდ პროდუქტიულად თანამშრომლობენ რიგ საკითხებში, მაგალითად, ავღანური თემის საკითხში. ამას გარდა, არსებობს ნატო-რუსეთის საბჭო. ავღანურ საკითხთან დაკავშირებით მრავალი რუსი პოლიტიკოსისაგან კულუარულად მსმენია, რომ ავღანეთიდან ნატოს ჯარების გასვლა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. გამომდინარე აქედან პარადოქსია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ნატო რუსეთისთვის სასურველი პარტნიორია, ვინაიდან თუ ნატო ავღანეთიდან თავის ძალებს გაიყვანს და ეს მთელი აგრესიული მასა შუა აზიისკენ დაიძრება, იგი ადვილად აღმოჩნდება რუსეთში. შუა აზია ნარკოარხების, ისლამისტი ექსტრემისტებისა და ტერორისტების გადაადგილების სივრცეა და ეს ყველაფერი განსაკუთრებული სირთულის გარეშე გადაადგილდება რუსეთში, მითუმეტეს, რომ მანდ ამისთვის საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგია და მოსკოვში ამის შესახებ მშვენივრად იციან. ასე რომ, კულუარულად ისინი ასეთი ტიპის თანამშრომლობას ახერხებენ, გარედან კი მათ, თითქოს-და, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ნატოსა და რუსეთს შორის სხვა ტიპის თანამშრომლობაც არსებობს, რომლის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ არის ცნობილი. ასე რომ, არ ვიცი, საბოლოოდ როგორ შეეგებება რუსეთი საქართველოს ნატოში შესვლას, მაგრამ ნატოს წარმომადგენლები და დასავლელი პოლიტიკოსები მუშაობენ იმისთვის, რომ დაარწმუნონ რუსეთი, რომ ნატო მისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს“, - აცხადებს არეშიძე და ამატებს, რომ „დღეს-ხვალ თუ არა, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის გამაღაზიანებელი არ აღმოჩნდეს“.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3724.html
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:11 | News »
 

"პოლიტიკა: არეშიძე: ერთხელაც, შესაძლოა, საქართველოს ნატოში შესვლა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი არ იქნება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 January 2025
  • English Georgian