Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ჩხუბის გამო 15 დღით დააპატიმრეს | | Georgian News |
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის ცემისთვის 15 დღით დააპატიმრეს. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის სამოქალაქო სასამართლომ მიიღო, იუწყება “GHN“. სამართალდამცავებმა მოროშკინა გუშინ, 10 დეკემბერს, დილით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ თავის კოლეგას, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჩაწერის შემდეგ, რომელზედაც სხვადასხვა ნომინაციებში პრემიების გადაცემა ხდებოდა.
|
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:04 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
| ბაქრაძე: საქართველო ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანდება | | Georgian News |
საქართველოს პარლამენტის უფროსის დავით ბაქრაძის აზრით, რესპუბლიკა ევროპის კავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პროცესები ნორმალურად მიმდინარეობდეს, არ ართულებდეს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ევროპაში ინტეგრაციის განმსაზღვრელი ქვეყანაა. „ჩვენთვის უკრაინა ევროპაში ნიშნავს, რომ სსრკ არასდროს განმეორდება“, - ხაზი გაუსვა ბაქრაძემ.
|
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:03 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ედუარდ კოკოითი წავიდა | | Georgian News |
ედუარდ კოკოითმა სამხრეთ ოსეთის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, ხოლო ალა ჯიოევამ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, იუწყება “GHN“. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტობის ექს-კანდიდატს ალა ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გადმოსცემს, მოლაპარაკებების შედეგი გახდა ედუარდ კოკოთისა და ალა ჯიოევას მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც სეპარატისტთა ლიდერი 10 დეკემბერს უნდა გადამდგარიყო, ხოლო ჯიოევას თავისი მომხრეები ცხინვალის ცენტრალური მოედნიდან გაეყვანა. ამას გარდა, მას 2012 წლის 25 მარტს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება.
|
Posted by Drakula | 10 Dec 2011, 18:56 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდა | | Georgian News |
საქართველო პირველად იქნა ნახსენები ბრიუსელში მიღებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში ნატოს ასპირანტ ქვეყნად, განაცხადა ხუთშაბათს, 8 დეკებერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა დონეზე ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიხსნა.
|
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:42 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| Coca-Cola-ს საიდუმლო ფორმულა გადამალეს | | World News |
პირველად 86 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ პოპულარული გაზიანი სასმელის საიდუმლო ფორმულის შენახვის ადგილი გამოცვალა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. კომპანიის ხელძღვანელობის ცნობებით, სეიფი Coca-Cola-ს ხელნაწერი რეცეპტით საბანკო უჯრიდან, რომელშიც იგი 1925 წლიდან ინახებოდა, ატლანტაში (ჯორჯიას შტატი) მდებარე მუზეუმში „World of Coca-Cola“ გადაიტანეს.
|
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:41 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
|