საზოგადოება: გილაური: საზოგადოება რეალურად იგრძნობს რეფორმებს ჯანდაცვაში | Georgian News | ||
ჯანდაცვა საქართველოს 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი მიმართულებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. „თვის დასაწყისში ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებას ძალიან ბევრ რეფორმას შემოვთავაზებდით და რეალური შედეგები სახეზეა. ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ჩვენი შეხედელებები ჯანდაცვაზე, რომლებითაც მუშაობა წარმოებდა სახელმწიფო სადაზღვევო სექტორთან. სადაზღვევო სექტორმა ახალი საავადმყოფოები და ახალი კლინიკები ააშენა. კერძო სექტორმა ამ სექტორში გარკვეული წვლილი შეიტანა“, - თქვა პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბოლომდე 150-მდე ახალი საავადმყოფო დაიწყებს მუშაობას. მათგან უკვე დაახლოებით 40 არის გახსნილი. პრემიერის ცნობით, წლის ბოლომდე კიდევ 30 საავადმყოფო გაიხსნება. „ისინი ძირითადად რაიონულ ცენტრებშია, მაგრამ რამდენიმე ახალი კლინიკა თბილისშიც გაიხსნება. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობა რეალურად იგრძნობს ამ რეფორმების შედეგებს“, - თქვა გილაურმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4118.html
| |||
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.