პოლიტიკა: ბათუ ქუთელია: საქართველო ნატოში სრულუფლებიან წევრობასთან ახლოსაა | Georgian News | ||
საქართველო ნატოში ინტეგრაციის ფინალურ ეტაპზე იმყოფება, განაცხადა პარასკევს, 9 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, როდესაც კომენტარს აკეთებდა ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, ხსენებასთან დაკავშირებით. დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიღებულ კომუნიკეში საქართველო პირველად დასახელდა ასპირანტ ქვეყნად და ნახსენებია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც MAP მიიღეს. მათ შორისაა მაკედონია, ბოსნია ჰერცოგოვინა და სხვ. „დღეს საქართველო ძალიან ახლოსაა თავისი მიზნის - ნატოში სრულუფლებიანი წევრობის მიღწევასთან. ეს ბოლო დროის ყველაზე მკვეთრი გზავნილი იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ეს, შეიძლება ითქვას, ფინალური ეტაპია, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გავხდებით“, - აღნიშნა ქუთელიამ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილის თქმით, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმები, რომლებიც დღესდღეობით მოქმედებს, „იმ მექანიზმებს წარმოადგენს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ალიანსის მონაწილე გავხდებით“. ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტია ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 7-8 დეკემბერს ბრიუსელში ჩატარდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4124.html
| |||
Posted by Drakula | 10 Dec 2011, 18:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.