საზოგადოება: რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ | World News | ||
ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ყაზანსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მიტინგები არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. შაბათს, 10 დეკემბერს, რუსეთის ათეულობით ქალაქში გაიმართა მიტინგები სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ. ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგში, ომსკში, ყაზანსა და ვორონეჟში დარეგისტრირდა. შინაგან საქმეთა სამმართველოს მონაცემებით, ნოვოსიბირსკში მიტინგს დაახლოებით 3 ათასი ადამიანი ესწრებოდა. აქცია რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მიერ იქნა ორგანიზებული. მომიტინგეები არჩევნებზე გაყალბებების წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს ყვიროდნენ. ამას გარდა, მათ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ხელმოწერები შეაგროვეს. პოლიციის თანამშრომელთა თქმით, ეკატერინბურგის ცენტრში მიტინგში 800-ზე მეტი ადამიანი, ხოლო შეკრებილთა თქმით - დაახლოებით 2 ათასი მონაწილეობს. მიტინგი მშვიდად ტარდება. პერიოდულად პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ ქალაქის მაცხოვრებლებს დაიშალონ და არ მოახდინონ პლაკატების დემონსტრაცია. მიტინგზე შეკრებილებს ურიგებენ ე. წ. საამომრჩევლო ბიულეტენებს, რომლებშიც სთავაზობენ უპასუხონ შეკითხვას, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ ისინი მოატყუეს. ამ „ბიულეტენებზე“ დატანილია ლოგოტიპი დათვით, რომელსაც კბილებით დიდი ტომარა უჭირავს. გარდა ამისა, მიტინგის მონაწილეეებმა ეკატერინბურგის დამფუძნებელთა ძეგლზე მოათავსეს სათამაშო დათვი სკოჩით შეკრული პირით. არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ასევე ტარდება კალინინგრადში, არხანგელსკში, ნიჟნი ტაგილში, კურგანში, ჩუვაშიაში, ბრიანსკში, ულიანოვსკში, კრასნოდარში, ტულაში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4126.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.