პოლიტიკა: საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდა | Georgian News | ||
საქართველო პირველად იქნა ნახსენები ბრიუსელში მიღებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში ნატოს ასპირანტ ქვეყნად, განაცხადა ხუთშაბათს, 8 დეკებერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა დონეზე ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიხსნა. „საქართველო ნატოს ასპირანტ ქვეყნად პირველად იქნა ნახსენები. ეს სპეციფიკური ტერმინია და საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა ნახსენები, რომლებმაც MAP(ნატოში წევრობასთან დაკავშირებული მოქმედებათა გეგმა) მიიღეს. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, მაკედონია, ბოსნია ჰერცოგოვინა და სხვ.“, - აღნიშნა ბარამიძემ. როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრმა თქვა, ახალი სტატუსი ნიშნავს, რომ „ის წევრობის ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს აქვს, ფაქტობრივად იმ ინსტრუმენტებს უდრის, რომლებიც ამ სახელმწიფოებს აქვთ“. „ნატო მიესალმება ასპირანტი ქვეყნების მიერ რეფორმების განხორციელებას და მათ გაგრძელებას მხარს უჭერს“, - აღნიშნა ბარამიძემ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს პირველად მიენიჭა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4122.html
| |||
Posted by Drakula | 09 Dec 2011, 21:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.