საზოგადოება: ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ჩხუბის გამო 15 დღით დააპატიმრეს | Georgian News | ||
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის ცემისთვის 15 დღით დააპატიმრეს. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის სამოქალაქო სასამართლომ მიიღო, იუწყება “GHN“. სამართალდამცავებმა მოროშკინა გუშინ, 10 დეკემბერს, დილით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ თავის კოლეგას, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჩაწერის შემდეგ, რომელზედაც სხვადასხვა ნომინაციებში პრემიების გადაცემა ხდებოდა. თავად მოროშკინას თქმით, მან ფხაკაძე მისთვის მიყენებული შეუარცხყოფის გამო სცემა. მან ხაზი გაუსვა, რომ მისთვის უმჯობესია ციხეში ჩაჯდეს, ვიდრე ვინმეს საკუთარი თავის შეუარაცხყოფის უფლება მისცეს. მოროშკინამ მოყვა, რომ ჩხუბი ერთ-ერთი გადაცემის გადაღების შემდეგ მოხდა, რომელზეც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოებდა წარმოებდა. მოროშკინას წილად ხვდა „ყველაზე უგემოვნოს“ ჯილდო, რამაც თაკო ფხაკაძის მხრიდან გესლიანი სიცილი გამოიწვია. ამის მერე მოროშკინამ წამყვანს მისთვის სიტყვის მიცემის უფლება სთხოვა. „მე ვთქვი, რომ, ალბათ, თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, როგორც პიროვნება, როგორც ჯანმრთელი ქალი. მისი სილიკონებით გაბერილი სახე ირღვევა და მას ყველა იმ ქალის შურს, რომლებიც ცხოვრებაში გზას თავად გადიან, და არა გიგი უგულავას დახმარებით“, - თქვა მოროშკინამ და დაამატა, რომ თავის ადგილას დაბრუნებისთანავე თაკოს დაცინვა მოესმა. „დაე, მაპატიოს საზოგადოებრიობამ, მივმართავ საზოგადოებრიობასა და სამართალდამცავ ორგანოებს - მე თაკო ფხაკაძე ვცემე“, - განაცხადა მოროშკინამ. თავის მხრივ, თაკო ფხაკაძემ განაცხადა, რომ პოლიციას უკვე მიმართა. „ბუნებრივია, სამართალდამცავ ორგანოებში უკვე განვაცხადე. იმის გამო, რომ ლალი მოროშკინა წელს ყველაზე უგემოვნოდ დასახელდა, იგი ჩანგლით ჩემ დაჭრას ცდილობდა... ის მთვრალი იყო“, - თქვა ფხაკაძემ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4127.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.