 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს | | Business & Economics |
შემოსავლების სამსახური მცირე მეწარმეებს დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმას სთავაზობს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ დღეს, 7 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოქმედდება დაბეგვრის ორი მოდელი. პირველით ის მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურებით არიან დაკავებულები. მათ იურიდიული პირებისთვის ჩეკების გამოწერა არ მოუწევთ. გადახდის ამ ფორმის არჩევის შემთხვევაში მათთვის საკასო აპარატის არსებობა სავალდებულო არ იქნება, ისინი დაიბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით თვეში ან კვარტალში. ამ მოდელის გამოყენებას შეძლებენ პატარა სადალაქოები, საცხობები და ა. შ.
|
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:25 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| Facebook დიდ კაზინოდ გადაიქცევა | | World News |
სოციალურ ქსელ Facebook-მა, რომელსაც 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ონლაინ-კაზინოსთვის ვირტუალური მოედნების შემოთავაზება დაიწყოს. ამჟამად წამყვანი სოციალური ქსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ექსპერტებთან, კონსულტანტებთან და შემმუშავებლებთან სათამაშო ბიზნესის დარგში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail აზარტული თამაშების გამოცემა eGaming Review-ში ინფორმირებულ წყაროებზე მინიშნებით.
|
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:43 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| კლიმატოლოგებმა ადამიანი დედამიწაზე დათბობაში დაადანაშაულეს | | World News |
შვეიცარელმა კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის მიმდინარე გაზრდის, სულ ცოტა, სამ მეოთხედზე მაინც არის პასუხისმგებელი. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში, ხოლო მისი მოკლე მიმოხილვა მოყვანილია Nature News-ში. გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მანამდელი სამუშაოებისაგან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს. მეთოდის საფუძვლად მეცნიერებმა ენერგიის შენარჩუნების კანონი ჩადეს. სხვადასხვა პარამეტრების მქონე საშუალო სირთულის კლიმატურ მოდელებზე დიდი რაოდენობის (რამდენიმე ათასი) ტესტის საშუალებით მათ დაადგინეს კავშირი ანტროპოგენულ დათბობასა და პლანეტის ენერგეტიკულ ბალანსში ცვლილებებს შორის.
|
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:40 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
|