Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ნაკრებიდან მიდის | | Georgian News |
ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიდან მიდის. ამის შესახებ მან დღეს, 11 დეკემბერს, მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის დამაარსებელიც ბიძინა ივანიშვილია, იტყობინება “GHN“. კალაძემ მადლობა გადაუხადა გუნდის ყველა მოთამაშეს, მწვრთნელსა და თავის გულშემატკივრებს, რომლებიც 15 წლის გამავლობაში მის გვერდით იმყოფებოდნენ.
|
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:09 | comments | სპორტი | Score: 0 | Read More... |
|
| ვაჟა დიასამიძე: ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი ახალი წლისთვის დაჯავშნილია | | Georgian News |
წინა წელთან შედარებით, ზამთრის სეზონისთვის ბათუმში ტურისტთა რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა. Commersant.ge-თან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ განაცხადა, რომ წელს ახალი წლისთვის ისინი ტურისტთა კიდევ უფრო დიდი რიცხვის ჩამოსვლას ელიან. „განსაკუთრებით ბევრი იქნება ქართველი და ვიზიტიორები მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენთან ჩამოვლენ თბილისიდან, სტამბულიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. სტუმრებს ევროპიდანაც ველოდებით“, - აღნიშნა მან.
|
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:06 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ჯონ ბასი: საქართველოს მომავალი არჩევნები საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს | | Georgian News |
ჩვენ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიმე კანდიდატს ან პარტიას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ და მუშაობას გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ხალხთან თავისუფლების მისაღწევად, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვიდეომიმართვაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. „შემდეგი ორი წელი ქართული ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა კიდევ უფრო დემოკრატიული, პლურალისტიკური და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთოს. მხოლოდ მთავრობები ძლიერ დემოკრატიას, ზრდად ეკონომიკასა ან სტაბილურ საზოგადოებას ვერ ააშენებენ. თავად ხალხი ირჩევს ოფიციალურ პირებს, მათ პასუხისმგებლობას აკისრებს საამომრჩევლო ურნის მეშვეობით, ეს პირები კი მათ თავისუფლებას იცავენ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
|
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:05 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| სააკაშვილი რუსეთში მოქმედი „უსამართლობის სისტემის“ დასრულებას პროგნოზირებს | | Georgian News |
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთში არჩევნების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს „დიდი პროცესის დასაწყისია“, რომელიც ბოლოს მოუღებს „უსამართლო სისტემას, რომელიც მანდ არსებობს“. „აგერ თქვენ დაინახეთ, რა ხდება, მაგალითად, ჩვენგან ჩრდილოეთით. ის, რაც მანდ ხდება, მხოლოდ დიდი პროცესის დასაწყისია, რომელიც ბოლოს მოუღებს უსამართლობას, უსამართლობის სისტემას, რომელიც მანდ არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა გუშინ, 10 დეკემბერს.
|
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:04 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|