საზოგადოება: საბერძნეთში დააკავეს პირები, რომლებმაც ძვ. წთ. VI საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი იპოვეს | World News | ||
ბერძნულმა პოლიციამ დააპატიმრა ორი ბერძენი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან იმაში, რომ არალეგალური გათხრების მსვლელობაში ძვ. წთ. VI საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს მუზარადი იპოვეს და მასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად მოქცევას არ აპირებდნენ. ცნობებით, ჩამორთმეული ძველებური მუზარადი შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ რაიონში ტარდებოდა არალეგალური გათხრები. დაპატიმრება ქალაქ პირგოსში ნახევარკუნძულ პელოპონესის დასავლეთ ნაწილში განხორციელდა. პოლიციელთა თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში ასევე ექვსი ძველებული ვერცხლის მონეტა აღმოაჩინეს. ბერძნული კანონმდებლობის თანახმად, მიწასა ან ზღვაში ნაპოვნი ყველა ანტიკური არტეფაქტი სახელმწიფო საკუთრებაა. მას, ვინც მათ სახელმწიფოს ნებაყოფლობით ჩააბარებს, უწესდება ანაზღაურება, ხოლო მას, ვინც მათ დამალვას ან გაყიდვას შეეცდება, პატიმრობა ემუქრება. მიუხედავად ამისა, დროდადრო პოლიცია იჭერს არალეგალურ გამყიდვლებს, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს, უკანონოდ და უზარმაზარ თანხებად გაასაღონ მათ ხელში ამა თუ იმ გზით მოხვედრილი უძველესი ნივთები. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4133.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.