საზოგადოება: ავღანეთში ტერაქტების მსხვერპლი 80 ადამიანი გახდა | World News | ||
ავღანეთში ამ კვირის განმავლობაში მომხდარი ორი ტერაქტის მსხვერპლი 80 ადამიანი გახდა, იუწყება “GHN“. როგორც რეიტერი გადმოსცემს, ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ქაბულსა და ქალაქ მაზარ-შარიფში აფეთქებების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა. „ციფრები, რომლებიც ამ დილით მივიღე, (აჩვენებს, რომ) 80 ადამიანი დაიღუპა“, - თქვა კარზაიმ. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ტერორისტმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ შიიტურ ტაძართან საკუთარი თავი ააფეთქა. კიდევ ერთი ტერაქტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაზარი-შარიფში მოხდა, სადაც მეჩეთის გვერდით ველოსიპედზე მიმაგრებული ბომბი აფეთქდა. დაჭრილთა რიცხვმა 150 ადამიანს გადააჭარბა. ორმაგი ტერაქტი აშურას შემთხვევის სამგლოვიარო ცერემონიების პერიოდში მოხდა. აშურა გახლავთ იმამ ჰუსეინის მკვლელობის მორიგი წლისთავი. შიიტები ჰუსეინს მიიჩნევენ როგორც წამებულს. რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ აფეთქებებთან დაკავშირებული არ არის. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4135.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.