პოლიტიკა: სააკაშვილი რუსეთში მოქმედი „უსამართლობის სისტემის“ დასრულებას პროგნოზირებს | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთში არჩევნების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს „დიდი პროცესის დასაწყისია“, რომელიც ბოლოს მოუღებს „უსამართლო სისტემას, რომელიც მანდ არსებობს“. „აგერ თქვენ დაინახეთ, რა ხდება, მაგალითად, ჩვენგან ჩრდილოეთით. ის, რაც მანდ ხდება, მხოლოდ დიდი პროცესის დასაწყისია, რომელიც ბოლოს მოუღებს უსამართლობას, უსამართლობის სისტემას, რომელიც მანდ არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა გუშინ, 10 დეკემბერს. „ეს იმ მრავალთვიანი აგონიის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ამ უსამართლობას მოჰყვება“, - გააგრძელა მან, - „უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რაც უნდა ხდებოდეს, საქართველომ თავისი კურსი უნდა გააგრძელოს, არ მიაქციოს ყურადღება არც მუქარას, არც შანტაჟს, არც მეხუთე კოლონიის მხრიდან პუტინიზმით აღტაცების ამა თუ იმ სინდრომს“. შემდეგ მან კონკრეტულ პირთა სახელების დაზუსტების გარეშე თქვა: „მათთვის, ვისაც პუტინით აღტაცება სურს და საქართველოს მომავალს პუტინთან ურთიერთობებში ხედავს, ვფიქრობ, საჩვენებელი და საინტერესო იქნება შემდეგი თვეები რუსეთში“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4128.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.