ეკონომიკა: ვაჟა დიასამიძე: ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი ახალი წლისთვის დაჯავშნილია | ![]() | Georgian News | |
![]() დიასამიძის თქმით, ბათუმის სასტუმროთა ძირითადი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. დეპარტამენტი კი ფასების შემცირების პოლიტიკაზე მუშაობს. მან აღნიშნა, რომ ზაფხულთან შედარებით ფასები სასტუმროებსა და რესტორნებში უკვე შემცირდა. „ნორმალურ რესტორანში ვახშამი 7-დან 20-მდე ლარი ღირს. მაგრამ ჩვენ პარალელურად ფასთა კიდევ უფრო დიდ შემცირებაზე ვმუშაობთ, რათა კლიენტები დარწმუნდნენ, რომ ბათუმში შესაძლებელი იყოს უქმე დღეების გატარება ბევრად უფრო იაფად, ვიდრე, ვთქვათ, თბილისში“, - აცხადებს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ბათუმში უქმე დღეებსა და დღესასწაულებზე სულ უფრო მეტი სტუმარი ჩამოდის. ტურისტთა რიცხვი იზრდება როგორც თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ისე თურქეთიდანაც. „კანში ამერიკული აკადემიის კონკურსში ბათუმის გამარჯვების შემდეგ კი უახლოეს პერიოდში ტურისტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს გამარჯვება ბათუმისთვის დიდ რეკლამას წარმოადგენს“, - განაცხადა დიასამიძემ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4131.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:06 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.