ეს საინტერესოა: გაიხსნა მსოფლიოში მოდის პირველი ვირტუალური მუზეუმი | World News | ||
დიზაინერულმა სახლ Valentino-მ მსოფლიოში მოდის პირველი ვირტუალური მუზეუმი გახსნა. ამის შესახებ იტყობინება The Daily Telegraph. ვირტუალური მუზეუმი მოდური სახლის დამფუძნებლის ვალენტინო ჯარავანისა და მისი საქმიანი პარტნიორის ჯანკარლო ჯამეტის მიერ შემუშავდა. მუზეუმში, რომელიც გაკეთებულია როგორც ვირტუალური სამგანზომილებიანი სივრცე, შესაძლებელია შესწავლილ იქნას მოდურ სახლ Valentino-ს 50-წლიანი ისტორია. მუზეუმში დაახლოებით 300 კაბაა წარმოდგენილი. ყოველ ექსპონატს თან ერთვის ესკიზები, ინტერვიუ დიზაინერებთან, რომლებიც კაბის შექმნის ისტორიის გაგებაში გვეხმარება, ასევე იმ ცნობილი ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც ამ კაბას ატარებდნენ. მუზეუმში ასევე განთავსებულია ვიდეოჩანაწერები Valentino-ს მოდური ჩვენებებიდან. როგორც საიტი CNTV წერს, რეალობაში მუზეუმის ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრს გაუთანაბრდებოდა. ვირტუალური მუზეუმის მქონე პროგამის ჩატვირთვა შესაძლებელია საიტზე valentino-garavani-archives.org. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4132.html
| |||
Posted by Drakula | 11 Dec 2011, 20:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.