რუსეთს 37 ქართული ბრენდის აღიარება მოუწევს | Georgian News | ||
საქპატენტის“ მიერ დაპატენტებული 37 ქართული ბრენდის იურიდიულად აღიარება რუსეთსაც მოუწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სამსახურის უფროსმა ირაკლი გვალაძემ უთხრა. | |||
Posted by Drakula | 19 Sep 2011, 19:44 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
საქართველოს მშპ მეორე კვარტალში 4.7%-ით გაიზარდა | Business & Economics | ||
მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქცის მაჩვენებელმა მოქმედ ფასებში 5 848.1 მლნ ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ის რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა, ხოლო დეფლატორის მაჩვენებელმა - 10.7%. | |||
Posted by Drakula | 19 Sep 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
სააკაშვილი: ძალიან მიყვარს ბალერინები, მაგრამ სამხედრო პირები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებია | Georgian News | ||
ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან და არავის უნდა ეწყინოს ეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი სამხედრო აკადემიის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება “GHN“. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:52 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
მიხეილ არკადიევი: მე ვბრუნდები რუსეთში და ყველაფრისთვის ვარ მზად | Georgian News | ||
ცნობილი რუსი დირიჟორი მიხეილ არკადიევი, რომელმაც გუშინ, 15 სექტემბერს, პრეზიდენტ სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ბრუნდება რუსეთში და ყველაფრისთვის არის მზად, იტყობინება “GHN“. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:51 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
გუბაზ სანიკიძე: საქართველო დგას რელსებზე, რომლებსაც დამღუპველ სინგაპურამდე მივყავართ | Georgian News | ||
„ქართული მარში“, რომელიც თბილისში 27 სექტემბერს გაიმართება, მთელ ელექტორატზეა გათვლილი და მისი კარი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის არის ღია, რადგანაც მარშის საშუალებით „სახალხო ფორუმი“ ძალის დემონსტრაციას არ აპირებს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ფორუმის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ თქვა. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:49 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ქრისტიან-დემოკრატები: საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება | Georgian News | ||
ქრისტიან-დემოკრატების აზრით, ე. წ. საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, მათთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ რეფორმა არ შეეხო არც ერთ კატეგორიას, გარდა მოხუცი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:49 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
სააკაშვილი: სანამ ზოგიერთი ყბედობს და ეკლესიასთან ბრძოლაში გვადანაშაულებს, ჩვენ ტაძრებს ვაშენებთ | Georgian News | ||
სანამ ზოგიერთი პოლიტიკოსი ყბედობს იმაზე, რომ მთავრობა, ვითომ-და, ეკლესიას ებრძვის, ჩვენ ტაძრებს ვაშენებთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დარიალის ხეობაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სამონასტრო კომპლექსი აშენდა შემოწირულობების შედეგად მიღებული სახსრებითაც აშენდა, მაგრამ თანხის ძირითადი ნაწილი საქართველოს მთავრობამ გამოყო. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეკლესიების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:48 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
გაბაშვილმა აღიარა, რომ მასწავლებლებს ზოგჯერ უსამართლოდ ათავისუფლებენ | Georgian News | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა აღიარა, რომ საჯარო სკოლების დირექტორები ზოგჯერ უსამართლოდ ათავისუფლებენ მასწავლებლებს. ამის შესახებ დეპუტატმა განაცხადა სოციალურ ქსელში პარლამენტის ფან-საიტის აქტიურ მომხმარებლებთან შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც თავისი გათავისუფლება გააპროტესტა 94-ე ეკოლის სერტიფიცირებულმა პედაგოგმა მაია ეკალაძემ. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:48 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოსა და რუსეთის ერებმა კავშირი უნდა გააღრმავონ და არ დაკარგონ ერთმანეთი | Georgian News | ||
საქართველომ და რუსეთმა უნდა გააღრმავონ კავშირები იმისათვის, რომ ერებმა არ დაკარგონ ერთმანეთი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი რუსი დირიჟორისთვის მიხეილ არკადიევისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გადაცემის ცერემონიის შემდეგ, იტყობინება “GHN“. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:48 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
საქართველოს კომპიუტერულ ბაზარზე HP ლიდერობს | Business & Economics | ||
კომპანია НР აცხადებს, რომ გაყიდვებისა და სერვისის მიხედვით ქართულ კომპიუტერულ ბაზარზე ლიდერია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში ცოტახნის წინ გახსნილი კომპიუტერული საწარმოს კონკურენციის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა. | |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:47 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||