საზოგადოება: გაბაშვილმა აღიარა, რომ მასწავლებლებს ზოგჯერ უსამართლოდ ათავისუფლებენ | Georgian News | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა აღიარა, რომ საჯარო სკოლების დირექტორები ზოგჯერ უსამართლოდ ათავისუფლებენ მასწავლებლებს. ამის შესახებ დეპუტატმა განაცხადა სოციალურ ქსელში პარლამენტის ფან-საიტის აქტიურ მომხმარებლებთან შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც თავისი გათავისუფლება გააპროტესტა 94-ე ეკოლის სერტიფიცირებულმა პედაგოგმა მაია ეკალაძემ. პედაგოგის თქმით, იგი გათავისუფლდა რამდენიმე დღით ადრე, სანამ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებით შეფასებებს მიიღებდა. ეკალაძემ განმარტა, რომ უმუშევარი გახდა შრომის კოდექსის იმ სტატიის საფუძველზე, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს უფლება აქვს, გაათავისუფლოს მომუშავე ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. „არის შემთხვევები, როდესაც დირექციები არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ, თანაც არა ერთხელ. ჩვენ შევისწავლით ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვინაიდან სერტიფიცირებული პედაგოგების დასაქმება ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა გაბაშვილმა და ვრცლად მოყვა განათლების რეფორმების დადებით მხარეებზე. გუშინ, 15 სექტემბერს, გამართული შეხვედრა დემოკრატიის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3472.html
| |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.