 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| კვეზერელი: საქართველოში სიმინდის მოსავალი გაორმაგდა | | Business & Economics |
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის განხორციელების დროს ყველა გლეხსა და ფერმერს მაღალი ხარისხის თესლები დაურიგეს და მათ ინსტრუქციები დროულად მიიღეს. როგორც გუშინ, 29 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ ყველა პროგრამას შორის ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ყველაზე მაღალშემოსავლიანია. მისი თქმით, პროგრამის შედეგად რამდენიმე ათასი ფერმერი და გლეხი მოსავლის რეალიზაციიდან სოლიდურ შემოსავლებს მიიღებს.
|
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი | | Georgian News |
თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძისაგან ელექტრომობილების „რევოლუციური პროექტის“ ჩავარდნის თაობაზე დეტალურ ახსნას მოითხოვს. როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ბოლო ბრიფინგზე მანჯგალაძემ თქვა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ელექტრომობილის შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ამის თაობაზე პრეს-სპიკერის კომენტარი საზოგადოებრიობისათვის აშკარად არასაკმარისია.
|
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:47 | comments | პოლიტიკა | Score: 5 | Read More... |
|
|