Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| საქართველოში ათეისტები მხოლოდ 2%-ია | | Georgian News |
მარკეტინგული გამოკვლევებისა და კონსულტაციების კომპანია „ACT“-მ საქართველოს მოქალაქეთა რელიგიური უპირატესობების თემაზე სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა. 2011 წლის ივლისში კომპანიამ თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში 2000 სრულწლოვანი გამოკითხა. მათ ყველას დაუსვეს შემდეგი შეკითხვა: „გწამთ თუ არა ღმერთის?“
|
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:47 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
| ფრანგმა ლატარიაში რეკორდული ჯეკპოტი მოხსნა | | World News |
საფრანგეთში ლატარიაში მოგებული თანხის ახალი რეკორდი დამყარდა. როგორც France Info იტყობინება, 162 მილიონ 256 ათას 622 ევროს მფლობელი გახდა ქვემო ნორმანდიაში მდებარე კალვადოსის დეპარტამენტის მაცხოვრებელი. ჯერჯერობით გამარჯვებულს ლატარია EuroMillions-სა, რომელშიც ლატარიის ბილეთების 40 მილიონმა მყიდველმა მიიღო მონაწილეობა, მოგებულ თანხაზე უფლებების შესახებ არ განუცხადებია.
|
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:23 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| მეცნიერებმა გამოიგონეს კამერა, რომელიც მუშაობს როგორც სიცრუის დეტექტორი | | World News |
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს კამერა, რომელსაც შეუძლია დადგენა, ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ იტყუება. შემმუშავებელთა ჯგუფმა ბრედფორდისა და აბერისტუიტის უნივერიტეტებიდან ტექნიკურად რთული მოწყობილობა შექმნა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად ჩვეულებრივ ვიდეოკამერასა და მაღალი გარჩევადობის მქონე სითბურ სენსორს იყენებს. რიგი ალგორითმების დახმარებით სისტემა შემთხვევათა თითქმის 70%-ის დროს წარმატებით ადგენს, როდის ამბობს ადამიანი სიმართლეს, და როდის იტყუება, თქვა მთავარ მკვლევარმა ბრედფორდის უნივერსიტეტიდან, პროფესორმა ნასან უგაილმა. თავად პროფესორი დარწმუნებულია, რომ მოწყობილობის მუშაობის სიზუსტე შეიძლება 90%-ს აღწევდეს.
|
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:22 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| ევროპული ბანკები მასობრივ შემცირებებს აწარმოებენ | | World News |
2011 წლის ნახევრიდან უმსხვილესმა ევროპულმა ბანკებმა 70 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების გეგმების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ წერს სააგენტო Bloomberg საკუთარ გაანგარიშებებზე დაყრდნობით. შედარებისათვის, აშშ-ში 42 ათასი ბანკირის დათხოვნის შესახებ გამოაცხადეს. იმ ევროპული ბანკების რიცხვში, რომლებიც გათავისუფლებებზე განაცხადეს, კერძოდ, შედიან შვეიცარული UBS და Credit Suisse Group, ასევე ბრიტანული HSBC Holdings, Royal Bank of Scotland Group და Barclays. ამას გარდა, ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების განზრახვის შესახებ ფრანგულმა Societe Generale-მაც განაცხადა - ეს ფინანსური კორპორაცია მხოლოდ რუსეთში ორ ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს.
|
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:21 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| მოსკოვი ცხოვრებისათვის მსოფლიოს ყველაზე არაპრაქტიკული მეგაპოლისია | | World News |
საერთაშორისო რეიტინგის თანახმად, მოსკოვი 70-ე ადგილზეა მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის მიხედვით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული მეურნეობის რუსული აკადემიის სიტუაციური მონიტორინგისა და რეგიონალური გამოკვლევების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე სავჩენკომ რუსეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე. „საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, მოსკოვს საკმაოდ საპატიო, 21-ე ადგილი უკავია როგორც შესაძლებლობათა ქალაქს, მაგრამ, ამავდროულად, ცხოვრების ხარისხის შორის მსოფლიო ქალაქებს შორის მხოლოდ 70-ე ადგილზეა“, - განაცხადა სავჩენკომ.
|
Posted by Drakula | 15 Sep 2011, 19:17 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
|