საზოგადოება: ქრისტიან-დემოკრატები: საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება | Georgian News | ||
ქრისტიან-დემოკრატების აზრით, ე. წ. საპენსიო რეფორმა სოციალური სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, მათთვის მიუღებელია ის გარემოება, რომ რეფორმა არ შეეხო არც ერთ კატეგორიას, გარდა მოხუცი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა. მისი თქმით, რეფორმის მიღმა დარჩნენ მე-2 ჯგუფის ინვალიდები, ობოლი ბავშვები, მარჩენალის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების წევრები და სხვა კატეგორიებში შემავალი ადამიანები. „მიუხედავად ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა, წლების განმავლობაში მათი დიდი ნაწილი მხოლოდ 55 ლარს იღებს, მაშინ, როცა „საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში საარსებო მინიმუმმა 155 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა ანიკაშვილმა. ქრისტიან-დემოკრატები მთავრობისაგან სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვასა და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას მოითხოვენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3474.html
| |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.