პოლიტიკა: სააკაშვილი: ძალიან მიყვარს ბალერინები, მაგრამ სამხედრო პირები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებია | Georgian News | ||
ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან და არავის უნდა ეწყინოს ეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი სამხედრო აკადემიის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება “GHN“. „რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ქართველი სამხედრო პირები ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან და ინგლისის ყოფილმა ელჩმა მაკლარერმა აღშფოთებულმა წერილი გამომიგზავნა სიტყვებით: რატომ ამბობთ, რომ სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია? მაგალითისთვის, ბალერინები თქვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არ არიან? მე ძალიან მიყვარს ბალერინები, ძალიან მიყვარს ქართველი მოცეკვავეები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. იმიტომ რომ ქართველი სამხედროები ქართული საზოგადოების ის ნაწილია, რომელთაგან ათასიბით პირმა იმსხვერპლა საკუთარი თავი სამშობლოს გულისთვის და რომლებიც მზად არიან, თავი იმსხვერპლონ. ხოლო ყველაზე ლამაზები და მშვენიერები ბალერინები არიან“, - თქვა პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ მრავალი პოლიტიკოსი, ასევე სხვა ნებისმიერი პროფესიონალი ქებას იმსახურებს, მაგრამ ვერავინ აღწევს ასეთ დონეს. „ჩვენც უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ საქართველოს ჯარისკაცები ვიყოთ და საკუთარი თავი საქართველოს გულისთვის ვიმსხვერპლოთ“, - ხაზი გაუსვა სააკაშვილმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3477.html
| |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.