პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი: საქართველოსა და რუსეთის ერებმა კავშირი უნდა გააღრმავონ და არ დაკარგონ ერთმანეთი | Georgian News | ||
საქართველომ და რუსეთმა უნდა გააღრმავონ კავშირები იმისათვის, რომ ერებმა არ დაკარგონ ერთმანეთი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი რუსი დირიჟორისთვის მიხეილ არკადიევისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გადაცემის ცერემონიის შემდეგ, იტყობინება “GHN“. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, როდესაც სახელმწიფო დონეზე არაა საკმარისი კეთილი ნება, ან იგი საერთოდ არ არსებობს, სწორედ ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა კეთილი ნების ხალხი. „როგორც არასდროს აქამდე, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც არ დაკარგავენ ერთმანეთთან კავშირს, შეაფასებენ ყველაფერ კარგს, რაც აქვთ, ახლობლებს, ისტორიასა და მეგობრობას, რომლებიც არა მხოლოდ არ დაკარგავენ, არამედ, მიუხედავად ყველაფრისა, გააღრმავებენ ამას იმისათვის, რომ ერებმა ერთმანეთი არ დაკარგონ, ვინაიდან ჩვენი კულტურები ვითარდებოდნენ ან ერთნაირად, ან ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ კავშირს არ დავკარგავთ, დისტანცია არ გაიზრდება“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3471.html
| |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.