პოლიტიკა: სააკაშვილი: სანამ ზოგიერთი ყბედობს და ეკლესიასთან ბრძოლაში გვადანაშაულებს, ჩვენ ტაძრებს ვაშენებთ | Georgian News | ||
სანამ ზოგიერთი პოლიტიკოსი ყბედობს იმაზე, რომ მთავრობა, ვითომ-და, ეკლესიას ებრძვის, ჩვენ ტაძრებს ვაშენებთ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დარიალის ხეობაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სამონასტრო კომპლექსი აშენდა შემოწირულობების შედეგად მიღებული სახსრებითაც აშენდა, მაგრამ თანხის ძირითადი ნაწილი საქართველოს მთავრობამ გამოყო. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეკლესიების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ტაძრის ასაშენებლად ფულადი სახსრები გამოყო, მაგრამ მშენებლობისთვის საჭირო ძირითადი სახსრები საქართველოს მთავრობამ გამოყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკოსი თბილისში ყბედობდა და ყიყინებდა იმაზე, თუ როგორ ებრძვის საქართველოს მთავრობა ეკლესიას, ამ დროს კი ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს და გავაგრძელებთ მათ მშენებლობას მომავალში, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან. ეს უმნიშვნელოვანესი ქართული მემკვიდრეობაა, ქართული იდენტურობის პასპორტი, ხოლო ამ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და მისი მოვლა ჩვენი მთავარი მოვალეობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გუშინ, 15 სექტემბერს, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე აშენებულ სამონასტრო კომპლექსში პირველი წირვა ჩაატარა. წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3473.html
| |||
Posted by Drakula | 16 Sep 2011, 20:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.