Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ევროკავშირი მზად არის გახსნას თავისი ბაზარი ქართულ პროდუქციისათვის | | Business & Economics |
დღეს ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ეჟი ბუზეკმა ვარშავაში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი , ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპა მზად არის გაუხსნას თავისი ბაზარი ქართულ პროდუქციას. ,,ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს არამარტო დემოკრატია და სტბილურობა, არამედ კეთილდღეობაც. ევროკავშირი მზად არის გახსნას თავისი ბაზარი ქართული ნაწარმისათვის და საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები", - თქვა მან.
|
Posted by consul | 01 Oct 2011, 20:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| აღმოჩენილია 1941 წელს ჩაძირული გემი 200 ტონა ვერცხლით | | World News |
70 წლის წინ გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ბრიტანული სავაჭრო გემი „გეირსოპა“. „გეირსოპის“ ბორტზე 85 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეძლო გადარჩენა. გემს ინდოეთიდან დიდ ბრიტანეთში ვერცხლი გადაჰქონდა. ძლიერი შტორმის გამო ირლანდიის სანაპიროს მახლობლად კაპიტალი იძულებული იყო გოლუეის პორტამდე მისვლის მცდელობა განეხორციელებინა, თუმცა გემი გერმანულმა წყალქვეშა ნავმა აღმოაჩინა.
|
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:25 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
|