ეს საინტერესოა: არქეოლოგები: შავი ზღვა პირველებს ბერძნებს სულაც არ აუთვისებიათ | World News | ||
როგორც რესურსი Novinite.com იტყობინება, არქეოლოგთა ჯგუფმა, რომელიც ბულგარეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმის უფროსის ივანე ქრისტოვის ხელმძღვანელობით მუშაობს, შეძლო იმის მტკიცებულებების აღმოჩენა, რომ შავი ზღვა პირველებს ბერძნებს არ აუთვისებიათ, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ. კერძოდ, წმინდა კირიკესა და იულიტის კუნძულის დასავლეთ ნაწილში მკვლევარებმა აღმოაჩინეს ძველი ქვის ღუზები, რომელთა წონა დაახლოებით 200 კილოგრამს შეადგენს. როგორც ფოტოზე ჩანს, ღუზებს ორი ნახვრეტი აქვს, რომლებშიც მაგრდებოდა თოკები. სპეციალისტთა თქმით, ასეთი ღუზები გამოიყენებოდა გემებზე, რომელთა წონა 150-200 ტონას შეადგენდა. როგორც წესი, ამ გემებს გადაჰქონდა საკვები პროდუქტები (მაგალითად, მარცვლეული ან თევზი), ასევე სხვადასხვა რესურსები (ხე, რკინა). თავისი ფორმით, აღმოჩენილი ღუზები მოგვაგონებს ღუზებს, რომლებსაც მიკენელი და ფინიკიელი მეზღვაურები იყენებდნენ, ასევე მეზღვაურები კარიიდან ძვ. წთ. XV-XIIსაუკუნეებში. არქეოლოგთა აზრით, ეს ფაქტი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა იმაზე, რომ ბერძნებს შავი ზღვა პირველებს არ აუთვისებიათ. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3525.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.