პოლიტიკა: ნატოს საბჭო ნოემბერში მოაწყობს გასვლით სხდომას საქართველოში | Georgian News | ||
ნატოს საბჭო ჩრდილო ატლანტიკური გაერთიანების 28 წევრი ქვეყნის ელჩების დონეზე მოაწყობს გასვლით სხდომას ნოემბერში საქართველოში, - პარასკევს განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ,,ნატოს საბჭოს წევრები საქართველოს ესტუმრებიან ნოემბერში" - განაცხადა მან პოლიტიკის ევროპულ ცენტრში გამოსვლისას. მომავალი ვიზიტს რასმუსენმა უწოდა ,,ახალი დასტური განსაკუთრებული პარტნიორობისა" ნატოსა და სქართველოს შორის, რომ ამ უკანასკნელს ,,მნიშვნელოვანი პრაქტიკული წვლილი" შეაქვს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. რასმუსენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის უკვე კარგა ხანია რაც მოქმედებს ერთობლივი კომისია საქართველოს ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინას უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გადაცემაზე, რომელიც ალიანსში გაწევრიანების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3522.html
| |||
Posted by consul | 01 Oct 2011, 20:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.