მეცნიერება-ტექნოლოგიები: NASA-ში დაითვალეს, რამდენი ასტეროიდი ემუქრება ჩვენს პლანეტას | World News | ||
NASA-ს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს დაეთვალათ თითქმის ყველა ასტეროიდი დედამიწის შემოგარენში, რომლებიც შეიძლება ჩვენი პლანეტისთვის საშიში იყოს. ერთზე მეტი წლის განმავლობაში ინფრაწითელი ტელესკოპი WISEასკანირებდა კოსმოსურ სივრცეს და სწორედ თავისი ინფრაწითელი მხედველობის წყალობით შეძლო ყველაზე ბნელი ობიექტების დანახვაც. ასე, ასტრონომთა მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მახლობლად 1-ზე მეტი კილომეტრის მქონე დიამეტრის 1000-ზე ოდნავ ნაკლები რაოდენობის ასტეროიდი იმყოფება, თუმცა მათგან დედამიწასთან მოახლოება სადღაც ნახევარს შეუძლია. რაც შეეხება 100 მეტრიდან 1 კილომეტრამდე დიამეტრის ციურ სხეულებს, ახალი მონაცემებით, ჩვენი პლანეტის არემარეში ასეთი 19 500 ასტეროიდია, და არა 35 000, როგორც ადრე იყო მიჩნეული. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომლებმაც უნდა აჩვენოს, საჭიროა თუ არა დედამიწისათვის ასტეროიდული საშიშროების ამჟამად არსებული შეფასებების გადახედვა. შეგახსენებთ, რომ ახალი კოსმოსური ობიექტების ძიების მისიას ეწოდება NEOWISE. აღნიშნული აბრევიატურა იშიფრება როგორც NEO - Near-Earth Object, WISE- თავად ტელესკოპის სახელი. ღირებულება ინფრაწითელი ტელესკოპისა Wise, რომელიც დედამიწისახლო ორბიტაზე 2009 წლის ბოლო იქნა გაშვებული, 320 მილიონ დოლარს შეადგენს. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3526.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.