ეკონომიკა: საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა საგადამხდელო ბალანსთან არის ჰარმონიზირებული | Business & Economics | ||
საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა საგადამხდელო ბალანსთან არის ჰარმონიზირებული. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორების ვალებს. 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 10497.2 მლნ დოლარი (17493.6 მლნ დლარი) შეადგინა. აქედან 3580.6 მლნ დოლარი (5967.0 მლნ ლარი) სამთავრობო სექტორის ვალია (34.1%); 896.4 მლნ დოლარი (8.5%) (1493.9 ლარი) - ეროვნული ბანკის ვალი; 1821.2 მლნ დოლარი (17.3%) (3035.0 მლნ ლარი) - საბანკო სექტორისა; 1760.5 მლნ დოლარი (16.8%) (2933.8 მლნ ლარი) - სხვა სექტორებისა და 2438.5 მლნ დოლარი (23.2%) (4063.8 მლნ ლარი) - ვალები კომპანიებს შორის. საგარეო ვალის 95.1% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი საანგარიშო პერიოდში 91.4 მლნ დოლარით (152.2 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ზრდამ ოპერაციული ცვლილებების შედეგად 39.6 მლნ დოლარი (65.9 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო ცვლილებების ზრდამ - 28.5 მლნ დოლარი (47.8 მლნ ლარი). საგარეო ვალდებულებების ზრდა ძირითადად უცხოურ ვალუტაში დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 167.8 მლნ დოლარით (279.4 მლნ ლარით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 9987.0 მლნ დოლარი (16643.3 მლნ ლარი) შეადგინა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3523.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.